საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 1 ვაკანსია
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილებაში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.
ტრანსპორტის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი - 1
თანამდებობრივი სარგო 830 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი 22 წლიდან;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების ცოდნა;
საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაბელურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
სახელმწიფო ენის ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2018 წლის 16 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.
გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.