ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 1 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილებაში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.

ტრანსპორტის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - 1

თანამდებობრივი სარგო 900 ლარი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი 22 წლიდან;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა;
ავტომანქანების სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების ცოდნა;
საჯარო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაბელურობა;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
სახელმწიფო ენის ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2018 წლის 28 სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ