ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

საავიაციო უშიშროების სამმართველოს 5 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საავიაციო უშიშროების სამმართველოში 5 ვაკანტურ თანამდებობაზე.

საავიაციო უშიშროების სამმართველოს (თბილისი) უმცროსი ინსპექტორი (ბიჭი) - 4
თანამდებობრივი სარგო 795 ლარი


საავიაციო უშიშროების სამმართველოს (თბილისი) უმცროსი ინსპექტორი (გოგონა) - 1
თანამდებობრივი სარგო 795 ლარი


ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი(ბიჭებისათვის);
ასაკი - 21 წლიდან 40 წლამდე;
სიმაღლე - 175 სმ-დან ბიჭებისათვის და 170-დან გოგონებისათვის;
ინგლისური ენისა და სხვა ერთი ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები;


პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
სახელმწიფო ენის ცოდნა

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

მგზავრებისა და მგზავრის სტატუსის არმქონე პირების ხელბარგისა და თანმქონი ნივთების შემოწმება;
გარეპერიმეტრის დაცვა.

12 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ცვლაში).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2018 წლის 13 სექტემბრიდან 16 სექტემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ