ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 9 ვაკანსია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს იმერეთი-გურიის რეგიონალურ დაცვის პოლიციის სამმართველოში 9 ვაკანტურ თანამდებობაზე.

იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, ქუთაისის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების უმცროსი ინსპექტორი - 2
თანამდებობრივი სარგო 450 ლარი

იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, საჩხერე-ჭიათურის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების უმცროსი ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 400 ლარი

იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, წყალტუბო-ხონის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების უმცროსი ინსპექტორი - 2
თანამდებობრივი სარგო 315 ლარი

იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, ზესტაფონის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების უმცროსი ინსპექტორი - 3
თანამდებობრივი სარგო 450 ლარი


იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს, სამტრედია-ვანის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების უმცროსი ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 450 ლარი


ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 19 წლიდან;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.


პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2018 წლის 10 აგვისტოდან 13 აგვისტომდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ