ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ინსპექტირების სამმართველოს 1 ვაკანსია

საქართველოს ინაგან აქმეთა ამინისტროს აჯარო ამართლის ურიდიული ირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ინსპექტირების სამმართველოში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.


ინსპექტირების სამმართველოს  განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი - 1

თანამდებობრივი
სარგო 960  ლარი

 

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;

სამხედრო
ბილეთი;

ასაკი
- 21 წლიდან 40 წლამდე;

სიმაღლე - 175 სმ-დან;

კარგი
ფიზიკური და გარეგნული მონაცემები;

პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;

საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

- თანამშრომელთა მიერ საშემსრულებლო დისციპლინის დარღვევისა და სხვა ხასიათის სამართალდარღვევათა კონტროლი;

- კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება;

- დისციპლინურ გადაცდომებზე მსჯელობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება და მომზადება.

 

პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2018 წლის 29 ივნისიდან 02 ივლისამდე  უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: .აღმაშენებლის ხეივანი მე-11 /). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: .თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 /, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.

უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ