ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დპ სამმართველოს 16 ვაკანსია


საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ დაცვის პოლიციის სამმართველოში 16 ვაკანტურ თანამდებობაზე.


ოზურგეთის დაცვის პოლიციის სამსახურის, დაცვის უფროსი -1
თანამდებობრივი სარგო 755 ლარი

ოზურგეთის დაცვის პოლიციის სამსახურის, დაცვის უფროსის მოადგილე -2
თანამდებობრივი სარგო 605 ლარი

ოზურგეთის დაცვის პოლიციის სამსახურის (ადმინისტრაცია) ინსპექტორი -1
თანამდებობრივი სარგო 600 ლარი


ზოგადი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 21 წლიდან;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.

 

ოზურგეთის დაცვის პოლიციის სამსახურის უმცროსი ინსპექტორი -12
თანამდებობრივი სარგო 415 ლარი

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 19 წლიდან;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.

დამატებითი მოთხოვნები  ინსპექტორის თანამდებობისათვის:

პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2018 წლის 11 მაისიდან  14  მაისამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზეhr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: .აღმაშენებლის ხეივანი მე-11 /). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: .თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 /, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.

უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ