ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ადმინისტრაციის (სამმართელო) 1 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციაში (სამმართველო) 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.


ადმინისტრაციის (სამმართველო) პროტოკოლის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი –1
თანამდებობრივი სარგო 830 ლარი

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


უმაღლესი განათლება;
ასაკი - 22-დან 45 წლამდე;
ინგლისური ენისა და სხვა ერთი ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა;
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
უცხოეთის ქვეყნებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა (შუამავლობა სამინისტროს ადმინისტრაციის სავიზო განყოფილებასთან).

პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2018 წლის 11 მაისიდან 14 მაისამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ