ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს 3 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს 3 ვაკანტურ თანამდებობაზე.


ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს I განყოფილების ინსპექტორი – 1
თანამდებობრივი სარგო 800 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

არაგაბარიტული ტვირთებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაცვა-გაცილება და მათი მოძრაობის უსაფრთხოება.


ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილების ინსპექტორი (პირადი დაცვა) – 1

თანამდებობრივი სარგო 579 ლარი


ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს II განყოფილების უმცროსი ინსპექტორი (პირადი დაცვა) – 1

თანამდებობრივი სარგო 485 ლარი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.


ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება - ინსპექტორის თანამდებობისთვის;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 20 წლიდან;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები;

დამატებითი მოთხოვნები ინსპექტორის თანამდებობისათვის:

პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.




პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2018 წლის 02 მარტიდან 04 მარტამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ