ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ქ.თბილისის სამმართველოს 100 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ქ.თბილისის სამმართველოში 100 ვაკანტურ თანამდებობაზე.

ქ.თბილისის სამმართველოს ინსპექტორი - 10
თანამდებობრივი სარგო 491 ლარიდან

ქ.თბილისის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი - 10
თანამდებობრივი სარგო 408 ლარიდან

ქ.თბილისის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი (სამოქალაქო პირი) - 80
თანამდებობრივი სარგო 408 ლარიდან


ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საშუალო ან უმაღლესი განათლება(ინსპექტორის თანამდებობისათვის);
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 21 წლიდან 40 წლამდე;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.


დამატებითი მოთხოვნები ინსპექტორის თანამდებობისათვის:


პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.


პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.



კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია (გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ ატვირთული სააპლიკაციო ფორმა ) თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2018 წლის 08 იანვრიდან 22 იანვრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ