ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ქვემო ქართლის რეგიონალური დპ სამმართველოს 30 ვაკანსია

 საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლის რეგიონალურ დაცვის პოლიციის სამმართველოში 30 ვაკანტურ თანამდებობაზე.

რუსთავის დპ ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 10
თანამდებობრივი სარგო 478 ლარი

გარდაბნის დპ განყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 7
თანამდებობრივი სარგო 408 ლარი

ბოლნისის დპ განყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 3
თანამდებობრივი სარგო 408 ლარი

სს „რუსთავის აზოტი“-ს დაცვის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი -10
თანამდებობრივი სარგო 408 ლარი

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 20 წლიდან;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2018 წლის 05 იანვრიდან 15 იანვრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ