ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

დაცვის პოლიციის უანგარო დონაციის აქცია

 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
აქციის ფარგლებში, „სისხლის ბანკში“ სისხლი დაცვის პოლიციის 150-მდე თანამშრომელმა ჩააბარა.
აქციის მიზანია მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებისა და „სისხლის ბანკისთვის“ კრიზისული სიტუაციების დაძლევაში დახმარება.
აქციის - „გადაეცი სიცოცხლის უფლება - გაიღე სისხლი!“ ფარგლებში, ბოლო წლებში შსს-ს დაცვის პოლიციის ათასამდე თანამშრომელი უანგარო დონორი გახდა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას დაცვის პოლიციელები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ