ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს 1 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო სამსახურში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.


საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს საბუღალტრო სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (სამოქალაქო პირი) - 1
თანამდებობრივი სარგო 830 ლარი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
• საბუღალტრო მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
• საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
• შემოსავლების სამსახურის პორტალთან მუშაობის გამოცდილება (ზედდებულები, საფ-ები, შედარება ბიუჯეტთან,დეკლარირება)
• ასაკი 25 წლიდან 45 წლამდე;
• საბუღალტრო პროგრამა ინფო-ბუღალტერიის “ინფო საწარმო“-ს ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის)ცოდნა;
• საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის ცოდნა;
• სახელმწიფო ხაზინის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

აგრეთვე კონკურსანტს უნდა გააჩნდეს პიროვნული თვისებები:
• პუნქტუალურობა;
• კომუნიკაბელურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
• ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
• გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
• ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
• სახელმწიფო ენის ცოდნა


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2017 წლის 24 ნოემბრამბრიდან 08 დეკემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ