ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

შიდა აუდიტის სამსახურის 2 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს შიდა აუდიტის სამსახურის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე.
 
შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (სამოქალაქო პირი) - 2

თანამდებობრივი სარგო 900 ლარი

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებ:

1.    უმაღლესი განათლება;

2.    საბიუჯეტო/არასაბიუჯეტო სექტორში საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება;

3.    ბუღალტერიის კარგად ცოდნა;

4.    საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამის კარგად ცოდნა (სასურველია info);

5.    საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

6.    დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;

7.    კანონთან და საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;

8.    საგადასახადო/საბიუჯეტო/სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;

9.    წერილობით ინფორმაციის გადმოცემის კარგი უნარი;

10.  სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

11.  აუდიტად მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად;

12.  სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად;

13.  სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად.

 

პიროვნული მახასიათებლები:

1.    ანალიტიკური აზროვნება;

2.    პუნქტუალურობა;

3.    კომუნიკაბელურობა;

4.    პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

5.    ორგანიზებულობა.

 

 

 პრეტენდენტმა სასურველია აპლიკაციასთან ერთად ელექტრონულად წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, ასევე მისი კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია.      



კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი  აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილურის ნომერი) 2017 წლის 14 ნოემბრიდან 29 ნოემბრამდე  უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: .აღმაშენებლის ხეივანი მე-11 /). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: .თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 /, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.

უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ