ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის 2 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია აცხადებს კონკურსს 2 ვაკანტურ თანამდებობაზე.


ანალიტიკური ქვეგანყოფილების ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 830 ლარი

ანალიტიკური ქვეგანყოფილების მთავარი სპეციალისტი - 1
თანამდებობრივი სარგო 900 ლარი



საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;
ასაკი 22 წლიდან;
სამხედრო ბილეთი (ბიჭის შემთხვევაში);
სამუშაო გამოცდილება იმავე ან მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა;
რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა მაღალ დონეზე;



ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები :


სტატისტიკური დოკუმენტაციისა და მონიტორინგის წარმოება;
ელექტრონული ბაზების წარმოება;
შედარებითი სტატისტიკების წარმოება და ინფორმაციის ანალიზი;
დეპარტამენტის საქმიანობის სხვადასხვა ანგარიშების მომზადება


პიროვნული მახასიათებლები:
• კომუნიკაბელური
• შრომისმოყვარე
• პუნქტუალური
• პასუხისმგებლიანი
• მოტივირებული
• დეტალებზე ორიენტირებული


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2017 წლის 10 ნოემბრიდან 12 ნოემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ