ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს 19 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოში 19 ვაკანტურ თანამდებობაზე.

ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს ინსპექტორი (მძღოლი-ინკასატორი) – 2
თანამდებობრივი სარგო 920 ლარი

ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი (მძღოლი-ინკასატორი) – 2
თანამდებობრივი სარგო 775 ლარი


ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს ინსპექტორი – 4
თანამდებობრივი სარგო 800 ლარი

ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უმცროსი ინსპექტორი – 4
თანამდებობრივი სარგო 650 ლარი

ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.ბათუმი) ინსპექტორი – 2
თანამდებობრივი სარგო 800 ლარი

ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს ინკასირებისა და დაცვა-გაცილების ჯგუფის (ქ.ბათუმი) უმცროსი ინსპექტორი – 5
თანამდებობრივი სარგო 650 ლარი


ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საშუალო ან უმაღლესი განათლება(ინსპექტორის თანამდებობისათვის);
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 22 წლიდან 45 წლამდე;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
მართვის მოწმობა B კატეგორია;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ინსპექტორის თანამდებობისთვის:
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების და სხვა ფასეულობათა ინკასირება ან ინკასირების დაცვა - გაცილება.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი, მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2017 წლის 10 ნოემბრიდან 20 ნოემბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ