ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ქ.თბილისის სამმართველოს 1 ვაკანსია

 საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ქ.თბილისის სამმართველოში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.

ქ.თბილისის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (მთავარი ბუღალტერი) (სამოქალაქო პირი) – 1 (ერთი)
თანამდებობრივი სარგო 960 ლარიდან

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-უმაღლესი განათლება;
-სამხედრო ბილეთი (ბიჭის შემთხვევაში);
-საბუღალტრო მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- შემოსავლების სამსახურის პორტალთან მუშაობის გამოცდილება (ზედდებულები, საფ-ები, შედარება ბიუჯეტთან, დეკლარირება);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა; - სახელმწიფო ხაზინის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- სახელმწიფო ენის ცოდნა;

ფუნქციები:

- პლასტიკური ბარათების დამზადებისთვის შესაბამისი რეესტრების გადაგზავნა ბანკში;
- ავტომანქანების რემონტის ხარჯების ჩაშლა რეგიონების მიხედვით;
- სხვადასახვა ხარჯების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
- ბალანსების გაკეთება; - რეესტრებისა და დეკლარაციების გაკეთება(ყოველთვიურად);
- სახელმწიფო ხაზინის პროგრამაში ყველა სახის კონტროლი (ახალი მოთხოვნისა და ვალდებულების აღება,
სახელფასო გეგმის შედგენა, ხელფასების განაწილება);
- ყოველთვიური კომუნალური და იჯარის გადასახადების კონტროლი;
- ყოველთვიური განაცემის გაკეთება;
- ბრძანებების მიღება და განაწილება.



პიროვნული მახასიათებლები:
• კომუნიკაბელური
• შრომისმოყვარე
• პუნქტუალური
• პასუხისმგებლიანი
• მოტივირებული
• დეტალებზე ორიენტირებული
• ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2017 წლის 25 სექტემბრიდან 05 ოქტომბრამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ