ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ქვემო ქართლის რეგიონალური დპ სამმართველოს 13 ვაკანსია

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლის რეგიონალურ დაცვის პოლიციის სამმართველოში 13 ვაკანტურ თანამდებობაზე.

ბოლნისის დპ განყოფილების ინსპექტორი -1
თანამდებობრივი სარგო 596 ლარი

ბოლნისის დპ განყოფილების უმცროსი ინსპექტორი -2
თანამდებობრივი სარგო 408 ლარი

რუსთავის დპ ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი (ბიჭი) - 3
თანამდებობრივი სარგო 478 ლარი

რუსთავის დპ ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი (გოგონა) -1
თანამდებობრივი სარგო 478 ლარი

მარნეულის დპ განყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 408 ლარი

მარნეულის დპ განყოფილების (ქ.წალკა) უმცროსი ინსპექტორი - 1
თანამდებობრივი სარგო 408 ლარი

სს „რუსთავის აზოტი“-ს დაცვის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი - 2
თანამდებობრივი სარგო 408 ლარი

გარდაბნის დპ განყოფილების უმცროსი ინსპექტორი -2
თანამდებობრივი სარგო 350 ლარი


ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება (ინსპექტორის თანამდებობაზე);
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 20 წლიდან;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ინსპექტორის თანამდებობისთვის:
პოლიციის შესახებ კანონის ცოდნა;
საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
დასაცავ ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგისა და მატერიალური ფასეულობების დაცვა;
ხელმძღვანელობის ბრძანებების, მითითებების და დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2017 წლის 28 ივლისიდან 30 ივლისამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.

უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ