ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

შიდა აუდიტის სამსახურის 2 ვაკანსია

 საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს შიდა აუდიტის სამსახურის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე.


შიდა აუდიტის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (სამოქალაქო პირი) - 1
თანამდებობრივი სარგო 960 ლარი

შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (სამოქალაქო პირი) - 1
თანამდებობრივი სარგო 900 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. უმაღლესი ფინანსური/ეკონომიკური/ტექნიკური განათლება;
2. საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
3. დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
4. საფინანსო/ეკონომიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
5. კანონთან და საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებთან მუშაობის გამოცდილება;
6. საგადასახადო/საბიუჯეტო/სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის ცოდნა;
7. წერილობით ინფორმაციის გადმოცემის კარგი უნარი;
8. სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
9. აუდიტად მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად;
10. სახელმწიფო სექტორში მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად;
11. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესობად.



პიროვნული მახასიათებლები:
1. ანალიტიკური აზროვნება;
2. პუნქტუალურობა;
3. კომუნიკაბელურობა;
4. პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
5. ორგანიზებულობა.


პრეტენდენტმა სასურველია აპლიკაციასთან ერთად ელექტრონულად წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, ასევე მისი კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაცია.



კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2017 წლის 26 ივლისიდან 09 აგვისტომდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ