ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის 5 ვაკანსია

 საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურში 5 ვაკანტურ თანამდებობაზე.

დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (ინჟინერი) - 1
თანამდებობრივი სარგო 830 ლარი

დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (ს/პ) - 4
თანამდებობრივი სარგო 830 ლარი

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი;
ასაკი - 18 წლიდან 45 წლამდე;
სიმაღლე - 175 სმ-დან;
აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft office Excel, Microsoft office Word, Microsoft office Outlook)
მართვის მოწმობა B კატეგორია;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები.


პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
დოკუმენტაციასთან მუშაობის მაღალი უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2017 წლის 16 ივნისიდან 19 ივნისამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები,რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ