ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

საავიაციო უშიშროების სამმართველოს 9 ვაკანსია

 საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საავიაციო უშიშროების სამმართველოში 9 ვაკანტურ თანამდებობაზე.

ბათუმის საავიაციო უშიშროების განყოფილების უმცროსი ინსპექტორი (ბიჭი) – 5
თანამდებობრივი სარგო 605 ლარი

ბათუმის საავიაციო უშიშროების განყოფილების უმცროსი ინსპექტორი (გოგონა) – 4
თანამდებობრივი სარგო 605 ლარი


საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საშუალო ან უმაღლესი განათლება;
სამხედრო ბილეთი
ასაკი - 21-დან 40 წლამდე;
სიმაღლე - 175 სმ-დან ბიჭისთვის და 170 სმ-დან გოგოსთვის
ინგლისური ენისა და სხვა ერთი ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა;
კარგი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები;


პიროვნული მახასიათებლები:
კომუნიკაციის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
პუნქტუალურობა;
მიღებული ბრძანებების დროულად და ჯეროვნად შესრულების უნარი;
არანორმირებულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
სამსახურებრივი და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის უნარი.
სახელმწიფო ენის ცოდნა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მითითებული უნდა იყოს მობილურის ნომერი და ფოტოსურათი) 2017 წლის 09 ივნისიდან 11 ივნისამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ