ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინაში პირად მცველთა VII მსოფლიო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.

 დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინაში, ქ. კიევში პირად მცველთა VII მსოფლიო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. 
პირად მცველთა ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაცვის სამსახურები იღებენ. კიევში საერთაშორისო ჩემპიონატში წელს უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვას, ბულგარეთის, საქართველოს, პოლონეთის და რუმინეთის 18 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან კონკურში 3 გუნდი მონაწილეობდა. დაცვის პოლიციის დანაყოფების ორი გუნდი(დაცვის ორგანიზაციის II სამმართველო და საპატრიარქოს უსაფრთხოების დაცვის სამმართველო) და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი. ჩემპიონატის პროგრამა მოიცავდა პირადი დაცვის სპეციფიკის ძირითად კომპონენტებს: დასაცავი ობიექტის ფიზიკურ უსაფრთოებას, ცეცხლსასროლი იარაღის ტექნიკას, უიარაღო საბრძოლო ხელოვნებას და საავტომობილო დაბრკოლების დაძლევის ტექნიკას. მსგავს საერთაშორისო ტურნირში დებიუტის მიუხედავად დაცვის პოლიციის გუნდების მონაწილეობა წარმატებულად შეფასდა. მსგავსი ტურნირებში მონაწილეობა ხელს უწყობს პირად მცველთა მომზადების დონის ამაღლებას, პრაქტიკული ცოდნის შეძენას და დაცვითი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილების გაღრმავებას.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ