ქარ | Eng







 
 
 
 
  გამოკითხვა  
ფიქრობთ თუ არა რომ თქვენს ქონებას სჭირდება დაცვა ტექნიკური საშუალებებით?

ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

 შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გურამ ტომარაძემ აჭარის რეგიონში, ბათუმში დაცვის პოლიციის ახალი შენობა გახსნეს. ერთსართულიან, თანამედროვე სტანდარტების, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ შენობაში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ბათუმის ბულვარის უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები განთავსდებიან. გიორგი მღებრიშვილმა შენობა და ინფრასტრუქტურა პირადად დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარაში ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ვიზიტორებისა და დამსვენებლების უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს „ბათუმის ბულვარის“ დაცვის განყოფილების ახალ ადმინისტრაციულ შენობაში თანამშრომლებისთვის ყველა სამუშაო პირობაა შექმნილი. ეს უკვე მეხუთე ახალი შენობაა, რომელიც დაცვის პოლიციამ, ბაკურიანის, ურეკის, გუდაურის და თბილისის (საბურთალო) შემდეგ, ბათუმში გახსნა.

 
პოლიციელთათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები წელს აქტიურად გაგრძელდება. უახლოეს მომავალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაცვის პოლიციის 20-მდე შენობის რეაბილიტაცია და თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობაა დაგეგმილი.
უკან დაბრუნება  
  სიახლეების გამოწერა  
















 




 

 
 


 
შექმნილია საათეკი-ს მიერ